loader

"შენი გგონია ჩემი ცხოვრება ცხოვრება იქნება გარეთ რომ ვიქნები? მე უნდა ვიყო ჩემი შვილების დაცვა, მეტი ფუნქცია მე არაფერი მექნება" - პროკურატურა მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი გგონია ჩემი ცხოვრება ცხოვრება იქნება გარეთ რომ ვიქნები? მე უნდა ვიყო ჩემი შვილების დაცვა, მეტი ფუნქცია მე არაფერი მექნება" - პროკურატურა მორიგ ჩანაწერს აქვეყნებს

პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა.

ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

"პალიტრავიდეო" საუბრის მონაკვეთს გთავაზობთ.


ასევე დაგაინტერესებთ: გიგი კალანდაძე ჩემი ხელით შემყავდა ბაჩოსთან, ისხდნენ და კამერაში ნარდს თამაშობდნენ - სავარაუდოდ მირზა სუბელიანი

"მაგის პრობლემა კი არ მაქვს, ორ წუთში დავაყენებინებ ჩემს მიმართ გამამართლებელ განაჩენს" - სავარაუდოდ მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერი