loader

ოთხი წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთხი წლის ბავშვის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ბაღში პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა

ბათუმში, ოთხი წლის ბავშვის დედა მარიკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ მის შვილს კერძო საბავშვო ბაღში „მადაგასკარში" პედაგოგი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ფაქტის შესახებ ოთხი წლის ბიჭმა დედას უთხრა და ძალადობაში მისი პედაგოგი დაადანაშაულა.

„ორივე ხელზე აქვს დაზიანებები. ბავშვს რომ ვკითხე, მისი პედაგოგი დაასახელა. დავრეკე პოლიციაში, გამოკითხეს ბავშვი ფსიქოლოგებთან ერთად. იგივე გაიმეორა მათთანაც. ბაღის დირექტორმა ფაქტი უარყო, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა და ბავშვის ცემაში მე დამადანაშაულა. პედაგოგმა დამირეკა და პრინციპში არც უარყო ფაქტი, ახსნა, რომ თოჯინების სპექტაკლი დავდგითო, ბავშვებმა იჩხუბეს და მაგ დროს მიიღებდა მოზარდი სავარაუდოდ დაზიანებასო,"- განაცხადა მარიკა ვაშაყმაძემ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღის დირექტორს, იგი მშობლის ბრალდებას უარყოფს და მას საბავშვო ბაღის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.