loader

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

მტკვარში ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მსუბუქ ავტომანქანას 21 წლის ბიჭი მართავდა. მძღოლი მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. იგი დაშავებული არ არის და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის ამოყვანას მაშველები ამ წუთებში ახორციელებენ.