loader

შეუძლია თუ არა მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტს კანდიდატურის მოხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეუძლია თუ არა მეორე ტურში საარჩევნო სუბიექტს კანდიდატურის მოხსნა

ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს 17 ნოემბრამდე შეაჯამებს, თუმცა ყველა უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. შედეგად, სალომე ზურაბიშვილი 0,9%-ით უსწრებს გრიგოლ ვაშაძეს.
სხვაობის მიუხედავად, პირველ ტურშივე გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, საქართველოს სარეზიდენტო არჩევნების ისტორიაში პირველად, მოქალაქეები პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევენ.
რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადეს. ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ განცხადებას 8 საათზე, პირდაპირ ეთერში გააკეთებს.
საზოგადოებაში კი უკვე მუსირებს აზრი იმის თაობაზე, ხომ არ ფიქრობს რომელიმე სუბიექტი კანდიდატურის მოხსნას. თუმცა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-100 და 105-ე მუხლების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა დაუშვებელია.
შესაბამისად, ვერცერთი სუბიექტი მეორე ტურში საკუთარ კანდიდატურას ვერ გაიწვევს. ასე რომ, მეორე ტური აუცილებლად ჩატარდება.