loader

თბილისის ზოოპარკში სპილო უკვე დააძინეს - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის ზოოპარკში სპილო უკვე დააძინეს - კადრები ადგილიდან

სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას სამხრეთაფრიკელი ვეტერინარები გაუკეთებენ.

თბილისის ზოოპარკში სპილოსთვის ოპერაციის მოსამზადებელი პროცესი უკვე სრულდება. ამ მიზნით სპეციალური ტექნიკაა (ამწე) მობილიზებული. ოპერაციისთვის საჭირო სამედიცინო აპარატურა და საშუალებები თავად უცხოელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს. ისინი სპილოს ოპერაციას ანაზღაურების გარეშე გაუკეთებენ. უცხოელი ვეტერინარების შერჩევაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობას "ბი ბი სი" დაეხმარა. ადგილზე იმყოფება "ბი ბი სი"- ს (BBC) გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციისა და თბილისის ზოოპარკის შესახებ ერთსაათიან ფილმს გადაიღებს.