loader

"ქალი გაწოლილი იყო და თავიდან სისხლი გასდიოდა" - რას ჰყვება თვითმხილველი ლილოში მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალი გაწოლილი იყო და თავიდან სისხლი გასდიოდა" - რას ჰყვება თვითმხილველი ლილოში მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაშავდა

"თბილისის მიკროავტობუსი" ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა.

"ლილოს მიმდებარედ გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად "მერსედესის" მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა", - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.



ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი