loader

კადრები ლილოდან, სადაც ერთმანეთს 2 "მარშრუტკა", ტრაილერი და ავტომობილი შეეჯახნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ლილოდან, სადაც ერთმანეთს 2 "მარშრუტკა", ტრაილერი და ავტომობილი შეეჯახნენ

"თბილისის მიკროავტობუსი" ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზზე საუბრობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, არ იკვეთება 165 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის ბრალეულობა, რომელი სატრანსპორტო საშუალებაც გადაბრუნდა.

"ლილოს მიმდებარედ, გზაზე ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად "მერსედესის" მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა, რამაც ყვითელ მიკროავტობუსზე დაჯახება გამოიწვია და აღნიშნული მიკროავტობუსი მეორე ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა", - განაცხადეს კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.


ავტორი: მარიამ მენაბდიშვიოლი



ასევე დაგაინტერესებთ: "ქალი გაწოლილი იყო და თავიდან სისხლი გასდიოდა" - რას ჰყვება თვითმხილველი ლილოში მომხდარ ავარიაზე, რომლის დროსაც 8 ადამიანი დაშავდა

უმძიმესი ავარია ლილოში, ერთმანეთს 2 "მარშრუტკა", ტრაილერი და ავტომობილი შეეჯახნენ, დაშავებულია 8 ადამიანი - პირველი ფოტოკადრები შემთხვევის ადგილიდან