loader

7 ნოემბრის უნიკალური ფოტოარქივი და უმძიმესი დღის ქრონიკა 60 წამში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 ნოემბრის უნიკალური ფოტოარქივი და უმძიმესი დღის ქრონიკა 60 წამში

Palitravideo.ge წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" უნიკალურ ფოტოარქივს, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი უმძიმესი დღის ქრონიკას ასახავს. ფოტოები სააგენტოს ფოტორეპორტიორების, ფრიდონ გეგეშიძის, ირაკლი გედენიძისა და ნოდარ ცხვირაშვილის მიერ არის გადაღებული.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ქრონიკა:

08:00 - პოლიციამ პარლამენტთან მოშიმშილე ოპოზიციის ლიდერების ჯგუფი დაშალა.

10:00 - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა.

11:00 - დემონსტრანტებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა დაიწყეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება და რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა. ელბაქიძის დაღმართზე და "ვარდების მოედანზე" სპეცდანიშნულების რაზმები გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები მთაწმინდის პარკშიც განლაგდნენ. პატარკაციშვილის კუთვნილი პარკი დაილუქა.

12:30 - პარლამენტის წინ არსებული ვითარება კონტროლიდან გამოვიდა. საპატრულო პოლიციამ შეკრებილი მოქალაქეების ხელკეტებით დაშლა დაიწყო. მიტინგზე მისულმა ხალხმა, სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადაიწია, რასაც ხელკეტების გამოყენება მოჰყვა.

12:50 - რუსთაველის გამზირზე პოლიცია სპეცრაზმმა ჩაანაცვლა. აქცია წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს. აქციის დარბევის შემდეგ მოწამვლის, ნევროლოგიური შოკისა და რესპირატორული გზების დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებებს 250-მდე პაციენტმა მიმართა.

16:00 - საპროტესტო აქციამ რიყეზე გადაინაცვლა. შეკრებილებს სიტყვით ლიდერებმა მიმართეს, რის შემდეგაც მონაწილეთა ერთი ჯგუფი პარლამენტისკენ დაიძრა. რიყეზე მობილიზებულია სამხედრო ქვედანაყოფები.

17:40 - რიყეზე აქციის დარბევა დაიწყო. სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

20:55 - სპეცდანიშნულების რაზმი "ტელეიმედში" შევიდა. "იმედის" ეთერი გაითიშა.
ამ მოვლენების შემდეგ თბილისში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.