loader

"მე ჩემს მეუღლეს მაინც ვერ დავტოვებ" - ამერიკელი მილიონერის რეალური ისტორია "ტიტანიკის" გულისამაჩუყებელი ეპიზოდის მიღმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ჩემს მეუღლეს მაინც ვერ დავტოვებ" - ამერიკელი მილიონერის რეალური ისტორია "ტიტანიკის" გულისამაჩუყებელი ეპიზოდის მიღმა

ეს ეპიზოდი, რომელიც ამერიკელი წყვილის "ტიტანიკზე" დარჩენის შესახებ მოგვითხრობს, რეალური ისტორიაა. ამერიკელმა მილიონერმა, Macy's-ის უნივერმაღების ქსელის მფლობელმა, 67 წლის ისიდორ შტრაუსმა ზამთარი საფრანგეთის სამხრეთში მეუღლესთან, იდასთან ერთად გაატარა. სამშობლოში დაბრუნება კი "ტიტანიკით" გადაწყვიტა.

შტრაუსები პირველი კლასის მგზავრები იყვნენ. შესაბამისად, მათ პირველებს შესთავაზეს ადგილი სამაშველო ნავზე.

ამერიკელმა მწერალმა არჩიბალდ გრეისმა მოგვიანებით თავის მოგონებებში აღწერა, როგორ სთხოვდა იდა მეუღლეს, ჩამჯდარიყო ნავში, ის კი უარობდა, რადგან ნავებში მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისთვის იყო ადგილი.