loader

"ვერც პრეზიდენტად ივარგებს რომელიმე მათგანი და არცერთი გუნდი არ იმსახურებს ქვეყნის ხელისუფლებას" - დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერც პრეზიდენტად ივარგებს რომელიმე მათგანი და არცერთი გუნდი არ იმსახურებს ქვეყნის ხელისუფლებას" - დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებზე

"ქართული ოცნება" აყვა "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება იცვლება. მოვუწოდებ, გამოვიდეს ამ პანიკიდან, - ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს.

უსუფაშვილის განმარტებით, ხელისუფლება საკუთარი არასწორი პოლიტიკით "ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს, რის გამოც აუცილებელია, ეს პოლიტიკა დროულად შეწყვიტოს. რაც შეეხება იმას, თუ ვის უჭერს არჩევნების მეორე ტურში მხარს, უსუფაშვილის თქმით, არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს, რადგან პრეზიდენტად არც სალომე ზურაბიშვილი და არც გრიგოლ ვაშაძე ივარგებს.