loader

ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფონიჭალაში ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი 7-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

დაღუპულები დედა-შვილი, 30 წლამდე ქალი და 1 წლის ბავშვი არიან. სადარბაზოდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. კადრებს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.




ასევე დაგაინტერესებთ: ზემო ფონიჭალაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს - საგანგებო სიტუაციების სამსახური ბინაში გადაღებულ კადრებს ავრცელებს

"განწირული ხმა მესმოდა, დახურული სივრციდან" - რას ჰყვება აფეთქებაზე მესამე სართულზე მცხოვრები ქალი

"გამიშვით, ჩემი შვილი..." - მძიმე კადრები ფონიჭალიდან, სადაც დაკარგული დედისა და 9 თვის ჩვილის ოჯახის წევრები შენობაში შესვლას ცდილობენ