loader

კადრები დათოვლილი მესტიიდან - არამდგრადი ამინდი 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები დათოვლილი მესტიიდან - არამდგრადი ამინდი 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოში არამდგრადი ამინდი 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თოვლი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსები თოვის გაძლიერებას მომავალ დღეებში ვარაუდობენ. თოვლი უკვე მოვიდა სვანეთში, ასევე თოვს გუდაურსა და ყაზბეგშიც. ნალექია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო მაგისტრალზეც.

კახეთის საგზაო სამმართველო მძღოლებს რეკომენდაციებს აძლევს და მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები ჯერ დაწესებული არ არის. თოვს კოჯორში, ტაბახმელასა და ბეთანიაშიც. ნალექი გადაადგილების სირთულეებს ამ ეტაპზე არ ქმნის.