loader

საქართველოში ე.წ. ლომბარდული ტიპის სესხები არ აიკრძალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ე.წ. ლომბარდული ტიპის სესხები არ აიკრძალება

საქართველოში ე.წ. ლომბარდული ტიპის სესხები არ იკრძალება. შესაბამისად, გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მოქალაქეები კვლავ შეძლებენ საქონლის ან ფასიანი ქაღალდების დაგირავებით სესხის მიღებას.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან სესხის გაცემისას სავალდებულო იქნება მსესხებლის შემოსავლის დადასტურება/შეფასება. თუმცა, გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მათ შორის, მაგალითად, ლომბარდული სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ იქნება, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება. ეს კი ნიშნავს, რომ სესხის გამცემი სუბიექტის მხრიდან კლიენტის სხვა ქონების დასაკუთრება ვეღარ მოხდება.