loader

"დღესასწაულების დროს ადიოდნენ და რაღაც რიტუალებს ასრულებდნენ" - რა ისტორიას მალავს სათხის მონასტერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღესასწაულების დროს ადიოდნენ და რაღაც რიტუალებს ასრულებდნენ" - რა ისტორიას მალავს სათხის მონასტერი

კაზრეთში, თუ ტყის ნაკვალევს გაუყვებით, 7-კილომეტრიანი გზის ფეხით გავლის შემდეგ სათხის მე-12 საუკუნის მონასტრამდე მიხვალთ. ამ მიდამოებში 1904 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა. მას შემდეგ მრავალი წელი სათხის მონასტერი მიტოვებული იყო.

მონასტერი ცნობილია მისი უნიკალური არქიტექტურითა და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ურმებით თბილისამდე ჩამოიტანა და ეროვნულ მუზეუმს გადასცა. ეს მოგზაურობა მან თავის ჩანაწერებშიც აღწერა.

"ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე კანკელის ნანგრევებმა, გადავწყვიტე, გადარჩენილი ნაწილები თბილისში ჩამომეტანა. ეს შევძელი მხოლოდ 1900 წელს. დამხმარედ წავიყვანე სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამსახურე მეტრეველი, მხნე და შეგნებული ადამიანი. ამინდი ცუდი დაგვესწრო, წვიმდა, მაგრამ მაინც შევუდექით მუშაობას. კანკელს მიწა სულ შემოვუთხარეთ, მოვაგროვეთ კანკელის ყველა ქვა და მისი წარწერის ცალკეული ნაშთები. ...მაგრამ წარწერას ცოტაოდენი აკლია ბოლოში. შესაძლოა, მომავალმა, უფრო გულმოდგინე გათხრამ ეს ნატეხებიც გამოაჩინოს."

ნატეხი, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილი თავის ჩანაწერებში საუბრობს, ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში, მიწის საფარის ქვეშ არქეოლოგების ახალი აღმოჩენა გახდა.

სიუჟეტში გამოყენებულია კადრები გადაცემა "ახალი კვირის" არქივიდან.