loader

პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე ამბიონზე აიყვანა, დალოცა და ხატები გადასცა საჩუქრად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე ამბიონზე აიყვანა, დალოცა და ხატები გადასცა საჩუქრად

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს მიმართა.

როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები როგორც გამარჯვებას, ისე დამარცხებას ღირსეულად შეხვდებიან. მისი თქმით, გამარჯვებულმა კანდიდატმა არ უნდა იფიქროს, რომ ის სხვაზე უკეთესია.

უწმინდესმა პრეზიდენტობის კანდიდატებს წმინდა გიორგის ხატები გადასცა და გიორგობის დღესასწაული მიულოცა.




ასევე დაგაინტერესებთ: პატრიარქის სიტყვა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მიმართა