loader

წითელი ნაძვის ხეები და 14 000-ზე მეტი საშობაო ორნამენტი - მელანია ტრამპმა თეთრი სახლი მორთო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წითელი ნაძვის ხეები და 14 000-ზე მეტი საშობაო ორნამენტი - მელანია ტრამპმა თეთრი სახლი მორთო

თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მზადაა. 2018 წლის დეკორაციები პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა წარადგინა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციალურად მომზადებული ვიდეოც გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ათვალიერებს მელანია თეთრ სახლში დეკორაციებს.

"ეს არის წლის მხიარული პერიოდი, როდესაც ჩვენ თეთრ სახლს საშობაო სეზონისთვის ვრთავთ. თემატიკა ეძღვნება ამერიკელი ხალხის გულებსა და სულებს. მადლობა მოხალისეებსა და თანამშრომლებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს, რათა სახლის დარბაზები შობის თემატიკით გაეფორმებინათ. ჩემი ოჯახის სახელით, ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და ახალ წელს", - წერია მელანია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში.

თეთრ სახლში მორთული ნაძვის ხეების ნაწილი წითელი ფერისაა. 29 საშობაო ხე მორთულია 14 000-ზე მეტი ორნამენტით. წითელი ფერი სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი გახდა. თუმცა, როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, წითელი სიმამაცისა და გმირობის სიმბოლოა.