loader

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ტოვებენ, ბანკები კი სერვის-ცენტრებს აუქმებენ - რა ვითარებაა საფინანსო ბაზარზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზარს ტოვებენ, ბანკები კი სერვის-ცენტრებს აუქმებენ - რა ვითარებაა საფინანსო ბაზარზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემცირების ტენდენცია გრძელდება. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოქმედებს, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 79 ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.

ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირდა კომერციული ბანკების სერვის-ცენტრების რაოდენობაც. თუ 2017 წლის ოქტომბრის მონაცემით, საქართველოში კომერციული ბანკების 843 სერვის-ცენტრი მოქმედებდა, წელს ოქტომბერში ეს რაოდენობა 799-მდე შემცირდა. უცვლელია ბანკების ფილიალების რაოდენობა და 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში კომერციული ბანკების 134 ფილიალი მოქმედებდა.

საანგარიშო პერიოდში 88 ერთეულით შემცირდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობაც. კერძოდ, თუ 2017 წლის ოქტომბერში ბაზარზე ვალუტის გადამცვლელი ათას 113 პუნქტი ოპერირებდა, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში მათი რაოდენობა ათას 30-ს შეადგენდა.