loader

ფარული ჩანაწერი, რომელშიც მამაკაცი საკუთარ მამას უყვება, როგორ მოკლა ორი ქალიშვილი და ორსული მეუღლე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფარული ჩანაწერი, რომელშიც მამაკაცი საკუთარ მამას უყვება, როგორ მოკლა ორი ქალიშვილი და ორსული მეუღლე

კო­ლო­რა­დო­ე­ლი კრის უოთ­სი ორ­სუ­ლი ცო­ლი­სა და ორი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

მკვლელობის შემდეგ კრის ოუთსიმ საკუთარ მამას მკვლელობის შესახებ უამბო.

34 წლის შე­ნან უოტ­სი, რო­მე­ლიც 15 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო, შვი­ლებ­თან - 3 წლის სე­ლესტთან და 4 წლის ბე­ლას­თან ერ­თად აგ­ვის­ტო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. შე­ნანის ცხე­და­რი მი­წა­ში ჩაფ­ლუ­ლი იპო­ვეს, ბავ­შვე­ბი­სა კი იქვე ახ­ლოს, საწ­ვა­ვის ავ­ზებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

კრის უოტსს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მა­მა­კა­ცი ამ­ბობ­და, რომ რო­დე­საც ცოლს სხვა ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ გა­უმ­ხი­ლა, შე­ნან­მა შვი­ლე­ბი დახოცა.

ქა­ლი­სა და მისი შვი­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, აგ­ვის­ტო­ში, კრის­მა მე­დი­ას­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"იმე­დი მაქვს, ის ახლა უსაფრ­თხო ად­გი­ლას იმ­ყო­ფე­ბა ბავ­შვებ­თან ერ­თად."

კო­მენ­ტა­რი­დან 24 სა­ა­თიც არ იყო გა­სუ­ლი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ამ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.