loader

ინფორმაცია შავ სიაში მყოფი პირებისთვის, ვისაც სესხების ჩამოწერა შეეხება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია შავ სიაში მყოფი პირებისთვის, ვისაც სესხების ჩამოწერა შეეხება

ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან გამოსყიდული სესხების პატიების პროცესი 15-31 დეკემბერის განმავლობაში წარიმართება. პროცესის მასშტაბურობის გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სიების ფორმირების მიმართულებით.

ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით ჩაერთო 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია, რომლებსაც საწყის ეტაპზე არ ქონდათ გამოხატული თანამშრომლობის სურვილი. ამჟამად მათი მხრიდან ხორციელდება ჩამოსაწერი სესხების ბაზების მოწოდება და აღნიშნულ სესხებზეც ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდზე ჩამოსაწერი სესხების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უახლოეს პერიოდში და თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში.