loader

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს გირაო შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს გირაო შეეფარდა

ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულ დავით გორგოძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულს გირაოს გადასახდელად 25-დღიანი ვადა მიეცა. ის საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მომდევნო სხდომა 17 იანვარს გაიმართება. ცნობისთვის, თავდასხმისთვის დაკავებული 4 პირიდან, სასამართლომ მანამდე გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დააჯარიმა. მომხდარში დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ამ დროისთვის არ დადასტურდა.


ასევე დაგაინტერესებთ: "იქ ატყდა ხალხო... გეფიცებით, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აერპორტში მომხდარ ინციდენტზე

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირება ჩანს, რა დროსაც თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

ვრცელდება ვიდეო, რომელშიც თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ - კადრები ქუთაისის აეროპორტიდან

რა ვერსიაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის და?