loader

"სპორტსმენი იყო... სიგარეტსაც არ ეწეოდა" - რას ჰყვებიან ახლობლები ახალგაზრდაზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სპორტსმენი იყო... სიგარეტსაც არ ეწეოდა" - რას ჰყვებიან ახლობლები ახალგაზრდაზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლუბური ნარკოტიკით გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

„ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში.
შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, როგორც შსს-ში განაცხადეს, დანიშნულია ექსპერტიზა.