loader

ახალი საშიში თამაშები, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებშია პოპულარული - ფრთხილად! თუ თქვენი შვილი ამას თამაშობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი საშიში თამაშები, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებშია პოპულარული - ფრთხილად! თუ თქვენი შვილი ამას თამაშობს

"მოგესალმებით, დღეს ჩვენს კლასში დაფიქსირდა შემთხვევა "გრენის" თამაშის. თქვენ თუ არ გაქვთ ამ თამაშზე ინფორმაცია, მე გეტყვით, ეს არის საშიში თამაში, რომელიც ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენს ბავშვზე. გთხოვთ, აკონტროლეთ ბავშვების მობილური ტელეფონები. სკოლაში დღეს განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდნენ. მეც არ ვიცოდი, გადმოვწერე, პირველი ტური, რომ ვითამაშე ძალიან ცუდად გავხდი. ამას რომ 7 წლის ბავშვი ნახავს, მის ფსიქიკას რა დაემართება?! გაფიქრებაც კი არ მინდა. თამაშის მიზანია ბავშვი თამაშდამოკიდებული გახადოს, ბოლო ეტაპზე დავალებებს აძლევენ, "ლურჯი ვეშაპის" მსგავსად."

ეს შეტყობინება თბილისის ერთ-ერთი სკოლის პირველი კლასის დამრიგებლისგან მშობლებმა მიიღეს. საშიში თამაშები ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო აქტუალური გახდა. თუმცა, აქამდე არაფერი თქმულა 6-დან 10 წლამდე ასაკობრივი სეგმენტის ჩართულობაზე. თამაში, რომელზეც დამრიგებელი საუბრობს სწორედ მცირეწლოვან ბავშვებშია პოპულარული. Granny-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა პლანშეტიდან ნებისმიერი ბავშვისთვის არის ხელმისაწვდომი.

საშიში თამაშების თემას სხვადასხვა ეროვნების ათასობით მშობელი ეხმაურება. უცხოურმა მედიამ მცირეწლოვანი ბავშვების ყველაზე საშიში თამაშების ჩამონათვალიც კი გამოაქვეყნა.