საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა
13:21 / 11-12-2018
"ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის, მედიის მხრიდან" - განაცხადა თოთლაძემ. შეგახსენებთ, რომ Foreign Policy-ს ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა.