loader

"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა" - მაკა ჩიჩუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა" - მაკა ჩიჩუა

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და დაშავებული ძაღლის დახმარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას.

"მეგობრებო.. გუშინ ტრასაზე პატარა კოკერსპანიელის ლეკვს მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა მანქანა, ისე გააგრძელა გზა. ბუნებრივია, დავინახე თუ არა, რომ ძაღლს დახმარება სჭირდება, გავაჩერე მანქანა და როცა გავარკვიე, რომ ძაღლი ცოცხალია, მაგრამ მძიმედ ტრავმირებული, სასწრაფო რეაგირების საჭიროებიდან გამომდინარე, აგრარულის კლინიკაში გადავიყვანეთ, სადაც ეფექტურად ჩაუტარდა ოპერაცია.. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა შანსი გადარჩენის არსებობს.
ვინაიდან ბევრი სისხლი დაკარგა, სჭირდება გადასხმა.. გვითხრეს, დიდი და ძლიერი, ჯანმრთელი ძაღლია საჭირო, ვისი სისხლითაც აღდგება ლეკვის კრიზისული მდგომარეობა..
გთხოვთ, შემეხმიანეთ.. იქნებ ერთად ვუშველოთ " - წერს პირველი ლედი და ძაღლის ფოტოს აქვეყნებს.