"არ შეიძლება 6 წელიწადი ამადლიდე შენს ამომრჩეველს იმას, რაც მან გააკეთა" - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
16:44 / 13-12-2018
არ შეიძლება 6 წელი ერთსა და იმავე რამეს იმეორებდე, 6 წელიწადი შენი ამომრჩეველი გყავდეს შანტაჟის მდგომარეობაში და ამადლიდე იმას, რაც მან გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს "ქართულმა ოცნებამ" ცეცხლი გაუხსნა იმ პარტიებს, რომლებიც კოალიციიდან წავიდნენ.