loader

რა შეიცვალა ზურაბიშვილის ინაუგურაციის წუთიდან საქართველოში - ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შეიცვალა ზურაბიშვილის ინაუგურაციის წუთიდან საქართველოში - ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის შესახებ ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა ძალაში, რომელიც შემდეგ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით უქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო. 

პრეზიდენტის უფლებამოსილება იმდენად მცირდება, რომ პრეზიდენტს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წარდგინებით შეეძლება. 
იცვლება პარლამენტის არჩევის წესიც. უქმდება მაჟორიტარული სისტემა და ის მთლიანად პროპორციული ხდება. საარჩევნო ბარიერი კი 5%-დან 3%-მდე დაიკლებს.
არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ, ბლოკები კი ვეღარ, თუმცა, კონსტიტუციის ამ ნორმის ამოქმედება არა 2020, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით იცვლება პრეზიდენტის, დეპუტატებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკი. ამიერიდან პრეზიდენტი უნდა იყოს სულ მცირე 40 წლის, პარლამენტის წევრი 25 წლის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კი 35 წლის.
ცვლილებებს შორის ასევე მიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აღარ ეკრძალება იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ხაზგასასმელია, რომ ახალ კონსტიტუციაში საგანგებოდ განისაზღვარა ქორწინების ცნება, რომელიც ამიერიდან ამიერიდან არა მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, არამედ არის "ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით".


ავტორი: სალომე აბულაშვილი