loader

არ წაშალოთ Facebook-ი და WhatsApp-ი - ცნობილია მიზეზი, რის გამოც საქართველოში პოპულარულ აპებზე წვდომა დროებით შეიზღუდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ წაშალოთ Facebook-ი და WhatsApp-ი - ცნობილია მიზეზი, რის გამოც საქართველოში პოპულარულ აპებზე წვდომა დროებით შეიზღუდა

რამდენიმე დღეა, ანდროიდის მომხმარებლებს, საქართველოში პოპულარულ აპლიკაციებთან წვდომა შეეზღუდათ. გუგლის ფლეი სთორიში აღარ იძებნება ფეისბუქი, მესენჯერი, ვათსაფი და სხვა. ან კიდევ, საძიებო სისტემა მომხმარებელს ატყობინებს, რომ აპლიკაციაზე წვდომა შეზღუდულია მათი რეგიონისთვის. შეზღუდვა არ ვრცელდება IOS სისტემის მომხმარებლებზე. 

რა მიზეზით შეუიზღუდა წვდომა აპლიკაციებზე საქართველოში, ამ საკითხში გასარკვევად გიორგი ბურდულს - Ginfo-ს მთავარ რედაქტორს ვესაუბრეთ. მისი თქმით, მიზეზი არის შემდეგი: რამდენიმე დღის წინ Google-მა ქართული მარკეტისთვის ფასიანი აპლიკაციების მხარდაჭერა დაამატა. თუმცა, IAP, ანუ აპლიკაციის შიდა გადახდები დღემდე არათავსებადია ჩვენი რეგიონისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულმა პოპულალურმა აპლიკაციებმა (Facebook, Messenger...) აპლიკაციის შიდა გადახდების მხარდაჭერა ცოტა ხნის წინ დაამატეს, ჩვენს რეგიონში ეს აპლიკაციები დროებით აღარ ჩანს. დიდი ალბათობით, პრობლემა მალე გამოსწორდება, რადგან ნელ-ნელა ქართულ მარკეტს აპლიკაციის შიდა გადახდების მხარდაჭერაც ემატება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრობლემის მოგვარების შემდეგ, უფასო აპლიაციები უფასოებად დარჩება. Google-ის ცვლილება მხოლოდ იმ აპლიკაციებს შეეხება, რომლებიც აქამდე ჩვენს რეგიონში არ იყო ხელმისაწვდომი, ანუ ფლი სთორიში გამოჩნდება ისეთი ფასიანი აპლიკაციები, რომლების გადმოწერაც ჩვენთვის ამ დრომდე შეზღუდული იყო.

სანამ ქართველი მომხმარებლებისთვის გუგლ-მარკეტში ისევ გამოჩნდება პოპულარული აპები, სასურველია არ წაშალოთ მოქმედი აპლიკაციები, რადგან მათი ხელახლა ჩამოწერა შესაძლოა, ვეღარ შეძლოთ.