loader

ქართველი პოლიტიკოსების სიძულვილის ენა - რეგულირდება თუ არა ზიზღის შემცველი გამონათქვამები კანონით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი პოლიტიკოსების სიძულვილის ენა - რეგულირდება თუ არა ზიზღის შემცველი გამონათქვამები კანონით

სიძულვილის ენის გამოყენება ქართველი პოლიტიკოსებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. გაიგეთ რას გულისხმობს ეს ტერმინი და რეგულირდება თუ არა ზიზღის შემცველი გამონათქვამები პოლიტიკოსების მხრიდან რაიმე კანონით? 

რა არის სიძულვილის ენა?

ევრობსაბჭოს მიერ, 1997 წელს მიღებული რეკომენდაცით, სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას ,რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს - ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.