loader

მოხდა რეაგირება, რომელიც იყო კანონის ჩარჩოებში მოქცეული - მამუკა ბახტაძე დავით კირკიტაძის დაკავებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოხდა რეაგირება, რომელიც იყო კანონის ჩარჩოებში მოქცეული - მამუკა ბახტაძე დავით კირკიტაძის დაკავებაზე

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო მთელი ჩემი პოლიტიკური გუნდის სახელით - ჩვენ აუცილებლად დემოკრატიული მეთოდებით შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და მართლწესრიგს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოში ყოველთვის იქნება მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, როდესაც დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკური სარჩული მიაწებონ.

მამუკა ბახტაძის თქმით, მოხდა კონკრეტული სამართალდარღვევა და შესაბამისად, მოხდა კანონის ჩარჩოებში მოქცეული რეაგირება.