X
კანონდარღვევის ამსახველი კადრები, რომლის გამოც "უცნობის" მიმართ პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ
16:53 / 24-12-2018
საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საპატრულო პოლიციას, მომღერალ გია გაჩეჩილაძის(უცნობი) მხრიდან დაშვებულ სამართალდარღვევაზე დროული რეაგირებისთვის მიმართავენ.

როგორც "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიმართვაშია ნათქვამი, ერთ-ერთ სატელევზიიო გადაცემაში გია გაჩეჩილაძეს ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

"23 დეკემბერს, სატელევიზიო ეთერში მუსიკალური რუბრიკა "მოძრავი კარაოკე" გავიდა, რომელშიც მონაწილე ერთ-ერთ ცნობილ სახეს, მომღერალ გია გაჩეჩილაძეს-უცნობს, ავტომობილით მგზავრობისას არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი და წინა სავარძელზე კალთაში ეჯდა მცირეწლოვანი ბავშვი.

აღსანიშნავია რომ, საქართველოს კანონით საგზაო მოძრაობის შესახებ აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანას მსუბუქი ავტომობილის წინა სავარძლით; ასევე მძღოლი ვალდებულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უზრუნველყოს მისგან მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ დარღევევბისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა და შესაბამისი ქულების ჩამოკლება.

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ჰაბ ჯორჯია, საქართველოს ავტომობილის მართვის აკადემია და იარე ფეხით შეშფოთებას გამოვთქვამთ აღნიშნული ფაქტის გამო და მივმართავთ საპატრულო პოლიციას, რათა დროული რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ სამართალდარღვევებზე.

ასევე მივმართავთ გადაცემის საპროდიუსერო ჯგუფს მსგავსი ფორმატის გადაცემები გამოიყენონ უსაფრთხო მგზავრობის პოპულარიზაციისთვის და მოვუწოდებთ მძღოლს, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო უსაფრთხობის წესები, რათა საზოგადოებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღევვა არ გახდეს მისაღები ნორმა", - ნათქვამია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო