loader

რა არ ვიცით ზაზა სარალიძის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არ ვიცით ზაზა სარალიძის შესახებ

ხანგრძლივი გამოძიების მიუხედავად, ზაზა სარალიძეს დღემდე არა აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ მოკლა მისი შვილი. გასული წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის გარჩევას ორი არასრულწლოვ­ნის - დათუნა სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე შეეწირა, მაგრამ დათუნას მკვლელობისთვის ჯერჯერობით პასუხი არავის უგია. როგორც შვილმოკლული მამა ამბობს, მან იცის მკვლელების ვინაობა, სჯერა, სამართალდამცველებსაც აქვთ უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა მკვლელების გამოსააშკარავებლად და
დასასჯელად ხელისუფლების ნებაა საჭირო. ამბობს, რომ მას ბრძოლის ძალას მისი შვილი აძლევს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ზაზა სარალიძე, დათუნას მამა:
- ზესტაფონში დავიბადე, ქუთაისში გავიზარდე, იქვე დავოჯახდი და ორი შვილი შემეძინა. წითელ დიპლომზე დავამთავრე­ ქუთაისის ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ერთხანს ლექციებს ვკითხულობდი, მერე დაცვის პოლიციაში გადავედი. მამაც პოლიტექნიკურში კითხულობდა ლექციებს, დედა დაწყებით კლასებს ასწავლიდა სკოლაში. მშვიდი და წესიერი ოჯახი გვქონდა. ერთი ძმა მყავს, დაოჯახებულია და ორი ვაჟის მამაა. პატიოსანი შრომით მივყვებოდით ცხოვრებას. დათუჩას გამო ქუთაისიდან თბილისში გადმოვედით საცხო­ვრებლად - ბრონქების პრობლემა, ასთმური შეტევები ჰქონდა. ვინაიდან დასავლეთში ნესტიანი ჰავაა, ექიმებმა თბილისში გადმოსვლა გვირჩიეს... ბევრჯერ მიფიქრია, ეს თუ ელოდა ჩემს შვილს, ნეტავ საერთოდ არ გადმოვსულიყავით თბილისში-მეთქი. მაგრამ ბავშვს ისეთი კრუნჩხვა ემართებოდა, ძლივს გამოგვყავდა მდგომარეობიდან...

ნახეთ ინტერვიუ გაზეთში "კვირის პალიტრა", ან წაიკითხეთ საიტზე Kvirispalitra.ge