loader

ბიჭუნას, რომელსაც მამა ციხეში ჰყავს, დედამ კი მიატოვა, თავდაცვის სამინისტრომ სიურპრიზი მოუწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიჭუნას, რომელსაც მამა ციხეში ჰყავს, დედამ კი მიატოვა, თავდაცვის სამინისტრომ სიურპრიზი მოუწყო

"მენატრება საჭმელი... მამა ციხეშია, დედა კი სახლიდან წავიდა"- კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პატარა ზურას ამ ციტატამ უამრავ ადამიანში გამოიწვია თანაგრძნობა. ვიდეო Palitravideo.ge-სა და ფეისბუკზე ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა და მისი დახმარების სურვილიც გამოთქვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლის შემდეგ ათი წლის ზურა გაბოძეს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალმა უმასპინძლა და მისი ამ ვიზიტის ამსახველი ვიდეო თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკგვერდმა გამოაქვეყნა.

"ოცნება, რომ სამხედროების ექიმი ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა აუხდინეს, ზურას საექიმო ხალათი მოარგეს და ჰოსპიტალი დაათვალიერებინეს.

სტაციონალურ განყოფილებაში ზურა ჯარისკაცების მკურნალობის პროცესს დაესწრო და სარეაბილიტაციო განყოფილებაც მოინახულა.
სამხედროების მომავალ ექიმს საახალწლო სურვილიც აუსრულდა და გორის ჰოსპიტალში ნაძვის ხესთან, მისთვის განკუთვნილი პლანშეტი აღმოაჩინა.

ათი წლის ზურა გაბოძე ბებიასთან და ორ ძმასთან ერთად, გორის რაიონში, სოფელ მერეთში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს", - წერია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.