loader

"კე-ნა-ფი" - ზვიად კუპრავა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ამტკიცებს, რომ ყვარელში "კანაფის აბიბინებული პლანტაციაა" - რა არის სინამდვილეში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კე-ნა-ფი" - ზვიად კუპრავა ავრცელებს ვიდეოს, სადაც ამტკიცებს, რომ ყვარელში "კანაფის აბიბინებული პლანტაციაა" - რა არის სინამდვილეში?

შპს-ს “ჯორჯია ინ ზე ვორლდ“ წარმომადგენელის ილია ჩხიკვაძის განცხადებით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში დასეთილია მცენარე კენაფი, რომელიც კანაფი არ არის და კანაფთან არაფრით დაკავშირებული არ არის.

აღნიშნული განმარტებით ილია ჩხიკვაძე უფლებადამცველ ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კახეთში “კანაფის აბიბინებული პლანტაციაა“ გაშენებული. “ჯორჯია ინ ზე ვორლდის“ წარმომადგენლის თქმით, შაქრიანში კენაფი მოჰყავთ, რაც არის აბსოლუტურად ლეგალური საქმიანობა. “კენაფი, იგივე Hibiscus cannabinus არის ბალბისებრთა და არა კანაფისებრთა ოჯახის მცენარე და კანაფს არც კი ენათესავება. კომპანია “ჯორჯია ინ ზე ვორლდ“ იაპონელ ინვესტორებთან ერთად ახორციელებს პროექტს. კენაფი არის ბოჭკოვანი მცენარე, რომლის გამშრალი ღეროებიდან ცელულოზა და ლიგნინი მიიღება. მათზე კომპანიას აქვს დაკვეთა და მცენარისგან მიღებული ნედლეული საექსპორტოდ გადის. ცელულოზა და ლიგნინი მრეწველობაში გამოიყენება. კენაფის მოყვანა არის აბსოლუტურად ლეგალური. აქ სახელმწიფო იმგვარად ჩაერია, რომ მცენარე შეამოწმა და ფიტოკონტროლის პროცედურები განახორციელა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ილია ჩხიკვაძემ.