loader

უყურეთ საშობაო ალილოს მსვლელობას პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უყურეთ საშობაო ალილოს მსვლელობას პირდაპირ ეთერში

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა დაიწყო. ალილოს მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს; საბოლოდ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება.

მსვლელობა თეატრალიზებულია. ალილოს მონაწილეები სიმბოლურად განასახიერებენ ანგელოზებს და მოგვებს, რომელთაც პირველად ეხარათ მაცხოვრის დაბადება.

ალილოს მონაწილეები გზადაგზა ტკბილეულსა და საჩუქრებს აგროვებენ. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები შემდეგ ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

ალილოს მონაწილეებს საშობაო საჩუქრები თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად უკვე გადასცა.

ირაკლი ხმალაძემ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.



ავტორი: სალომე აბულაშვილი