loader

გაარკვიე, რა სხვაობა უნდა იყოს შენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, სესხის აღება რომ შეძლო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაარკვიე, რა სხვაობა უნდა იყოს შენს შემოსავალსა და გადასახადს შორის, სესხის აღება რომ შეძლო

სესხის გამცემ სუბიექტებს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემა ეკრძალებათ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მოქალაქეს არ ექნება. ამასთან, მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს უნდა აღემატებოდეს. სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. ექსპერტების ნაწილი ახალ რეგულაციას უარყოფითად აფასებს. ეკონომისტი ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ რეგულაცია უკუეფექტს გამოიწვევს და მოსახლეობას საგრძნობლად შეეზღუდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩება.

ამავე დებულებით, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა, სატრანსპორტო სესხის ვადად - 6 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის ვადად - 10 წელი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის მაქსიმალურ ვადა 4 წელია. ამასთან, განისაზღვრა სესხის მომსახურების კოეფიციენტებიც. კერძოდ: 1 000 ან უფრო ნაკლები ყოველთვიური შემოსავლის შემთხვევაში, ჰეჯირებული მსესხებლებისთვის სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 35% უნდა იყოს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ 1 000 ლარი, ყოველთვიური დასაფარი თანხა 350 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო არაჰეჯირებული მსესხებლისთვის, 1000 ლარის ან უფრო ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში სესხის მაქსიმალური კოეფიციენტი 25%-ით განისაზღვრა.