loader

ნაყინი, რომელიც დედის რძით მზადდება - რა ღირს უცნაური დესერტი და რამდენს უხდიან ქალებს, ვინც რძეს აბარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაყინი, რომელიც დედის რძით მზადდება - რა ღირს უცნაური დესერტი და რამდენს უხდიან ქალებს, ვინც რძეს აბარებს

ლონდონში მდებარე რესტორნის მეპატრონეს უცნაური იდეა მოუვიდა: სტუმრებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, ქალის რძისგან დამზადებული ნაყინი შეეთავაზებინა. 1 პორცია ასეთი ნაყინი, რომელსაც მარტინის ფუჟერით მოგართმევენ, 14 ფუნტი სტერლინგი ღირს. რძის პირველი მომწოდებელი ქალაქ ლიდსის მკვიდრი, 35 წლის ვიქტორია ჰაილი იყო. სწორედ მან მიჰყიდა რესტორანს პირველი 850 მლ რძე, რაც საკმარისი აღმოჩნდა 50 პორცია ნაყინის დასამზადებლად. დღეს რესტორანი "მომწოდებლებს" 15 ფუნტ სტერლინგს უხდის ყოველ 10 უნცია რძეზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ ქალი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "მიმწოდებლობის" სურვილი ჯერ მხოლოდ 10-მდე ქალმა გამოთქვა.

აღნიშნული ნაყინი იყიდება სახელწოდებით "ბეიბი გაგა" და დანამატების სახით შეიცავს ვანილსა და ლიმონის ცედრას. რესტორნის მფლობელი, ბ-ნი ო'კონორი ამტკიცებს, რომ უკანასკნელი 100 წლის მანძილზე ნაყინის ინდუსტრია ერთ ადგილზე იყო გაჩერებული. ეს მეთოდი კი ნამდვილ სიახლეს წარმოადგენს.