loader

მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ღამის 03:00 საათს, როცა 40 გრადუსი ტემპერატურა იქნება - დავით ლოლაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსახლეობამ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და არ დაელოდოს ღამის 03:00 საათს, როცა 40 გრადუსი ტემპერატურა იქნება - დავით ლოლაძე

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, დავით ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ დრომდე H1N1-ის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ამის შესახებ დავით ლოლაძემ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის მიმდინარეობისას განუცხადა. ამასთან, როგორც დავით ლოლაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების გამო მკურნალობას 25 პაციენტი გადის.