loader

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს?

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84 მილიონ 202 ათას 860 კილოვატ საათი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლის საპროგნოზო გამომუშავებას 102 ათას 860 კილოვატ საათით აღემატება. ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია.

ცნობისთვის, სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.