loader

რატომ ლაპარაკობს საქართველოში ყველა ხინკალსა და კვერცხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ლაპარაკობს საქართველოში ყველა ხინკალსა და კვერცხზე

ისეთი დრო დადგა, რომ კვერცხი ან სულ მცირე, კაილი ჯენერის შვილი უნდა იყო, ინსტაგრამის მსოფლიო რეკორდი რომ მოხსნა. მათი პაექრობის თემა ბოლო ორ დღეში განსაკუთრებით გააქტიურდა.

მოკლედ, რა მოხდა და საიდან დაიწყო ამბავი.

როდესაც კაილი ჯენერმა თავისი შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პატარას მხოლოდ ხელი ჩანს, 18 მლნ-ზე მეტი ლაიქი დააგროვა, რაც ამ დრომდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლებოდა. მაგრამ გამოჩნდა კვერცხი, რომელმაც ყველა რეკორდს გადააჭარბა და 4 იანვრიდან დღემდე, 38 მლნ-ზე მეტი ლაიქი მიიღო. ასე გახდა ერთი უწყინარი, არც თუ ისე განსაკუთრებული კვერცხი ინტაგრამზე ყველაზე მოწონებად ობიექტად.

ქართველმა მომხმარებლებმაც შექმნეს გვერდი World_record_khinkali რომელსაც 3 456 გამომწერი ჰყავს. ხოლო, თავად ხინკლის ფოტოს 71 ათასზე მეტი მოწონება. ვნახოთ შეძლებს თუ არა ხინკალი რეკორდის დამყარებას, თანაც ჩვენ ხომ ენბიეი ვოუთ ზაზა ფაჩულიას გამოცდილების ხალხი ვართ.