loader

"ყაზტრანსგაზი" დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყაზტრანსგაზი" დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათთან ცხელ ხაზზე მოქალაქეების - გიორგი იმედაძის და გიგა ჭანტურიას შეტყობინებები ავთანდილის 8 ნომერში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ 16 იანვარს შევიდა.

მათივე განმარტებით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა, რომელთაც აღნიშნული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმეს მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით.

თუმცა, როგორც "ყაზტრანსგაზში" აცხადებენ, დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტრაგედიის შემდეგ, გადამოწმებისას, კორპუსის რამდენიმე ბინის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო.

აქედან გამომდინარე, "ყაზტრანსგაზში" აცხადებენ, რომ აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე მათთვის უცნობია. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს, განვმარტავთ, რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, კომპანია ვალდებულია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ - ნათქვამია "ყაზტრანსგაზის" განცხადებაში.