loader

ოტია იოსელიანის სახლს ახალი სიცოცხლე შესძინეს - როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოტია იოსელიანის სახლს ახალი სიცოცხლე შესძინეს - როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო მისი გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ

ოტია იოსელიანის შვილიშვილი 27 წლის ასაკში მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და ბაბუის ეზოს ახალი სიცოცხლე შესძინა... ცნობილი წინაპრის სახლი რომ არ დაკეტილიყო, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და წყალტუბოსა და თბილისს შორის ყოველდღიური კავშირი გაიბა. ამგვარად, ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის სახლი "სიჩუმეს" გადაარჩინეს და არაოფიციალურ სახლ-მუზეუმად აქციეს.

ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს - აქ მისული სტუმრები და ტურისტები ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.

AMBEBI.GE-ს სტუმარი უმცროსი ოტია იოსელიანია, რომელიც სახლ-მუზეუმის ყოველდღიურობაზე გვიამბობს. წაიკითხეთ ინტერვიუ

ავტორი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
Palitravideo.ge