loader

"ვაკის პარკმა გაიმარჯვა" - კახა კალაძის ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვაკის პარკმა გაიმარჯვა" - კახა კალაძის ბრიფინგი

ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

"დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებლებთან. იცით, რომ ამ თემაზე ვნებათაღელვა არ წყდება. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება", - განაცხადა კალაძემ.