როგორი იქნება ახალი მწვანე სივრცე, რომელიც ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მოეწყობა
ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე მწვანე ზონა მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. კალაძემ საზოგადოებას გააცნო ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც მერია გეგმავს.