loader

გუდაური 30 წლის წინ და დღეს - მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება, თოვლი, სრიალი და თავგადასავლები უყვარს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გუდაური 30 წლის წინ და დღეს - მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება, თოვლი, სრიალი და თავგადასავლები უყვარს

ქართული მინერალური წყლის ბრენდ "ბორჯომის" ორგანიზებით და საქართველოს მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით, 26 იანვარს, White Rabbit პარკში ჩატარდა გუდაურის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, სახელწოდებით „ევოლუცია“ - მათთვის, ვისაც უყვარს აქტიური დასვენება, თოვლი, სრიალი და თავგადასავლები.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ჰქონდათ საშუალება, დაეთვალიერებინათ: ძველი და თანამედროვე თხილამურები, ეკიპირება, აქსესუარები. გზა ხის თხილამურიდან "სნოუბორდებამდე" არცთუ ისე გრძელია, თუმცა, სავსე თავგადასავლებით და საინტერესო ისტორიებით. საქართველოში კი ეს ისტორია გუდაურის და იმ ადამიანების გარშემო ტრიალებს, რომლებმაც სათხილამურო სპორტის განვითარებაში, როგორც პროფესიონალებში, ასევე, მოყვარულებში, დიდი წვლილი შეიტანეს.

ღონისძიების ფარგლებშიც, გუდაურის პირველი მწვრთნელები - დიმიტრი გუგუნავა, დიმიტრი თოფურია, ლევან ლორთქიფანიძე, დავით ჯაფარიძე, კოტე ქადაგიძე, ირაკლი ჭირაქაძე, კოტე გაბრიჩიძე, ლადო ანთაძე, სანდრო ანთაძე, ზაზა იაშვილი, დუდა ჭიჭინაძე, რამაზ მოსეშვილი, გელა მიქაბერიძე დააჯილდოეს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებაში და აღზარდეს თაობები.

გუდაურში 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პრეზენტაცია ფრისტაილერების სპეციალური პერფორმანსით დასრულდა. რაიდერებმა მრავალფეროვანი, ექსტრემალური ტრიუკებით სავსე დაშვება განახორციელეს როგორც სნოუბორდებით, ასევე, თხილამურებით.

ზუსტად 30 წლის წინ დაარსებული და ევროპულ სტილზე გაშენებული გუდაური დღესაც აქტიური დასვენების, სრიალის, ექსტრიმის, გართობის და ზამთრის დღესასწაულების მექაა.