loader

4 შემთხვევა, რა დროსაც წითელას აცრა კატეგორიულად იკრძალება - გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

4 შემთხვევა, რა დროსაც წითელას აცრა კატეგორიულად იკრძალება - გართულებები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც მაღალი გადამდებლობით გამოირჩევა. ის ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

წითელას შემთხვევათა 30%-ში ადგილი აქვს დაავადების ისეთ გართულებებს, როგორიცაა ოტიტი, პნევმონია, დიარეა და პოსტინფექციური ენცეფალიტი. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილით მთავრდება წითელას 1000 შემთხვევიდან 1, განვითარებად ქვეყნებში კი ბევრად მეტი - 3%-6%.

წითელას იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს დაავადების გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ და ფატალურად დამთავრდეს.

წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა აცრა არ ტარდება. კერძოდ:

- იმ პირებში, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის წინა დოზაზე ან ვაქცინის კომპონენტზე;
- იმუნოდეფიციტის მქონე პირებში;
- ორსულ ქალებში აცრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ 1 თვით ადრე ორსულობამდე;
- პირებში, რომელთაც აქვთ არაგანკურნებადი აქტიური ტუბერკულოზი.

აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აცრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.