ტყუილია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა დაეკისრება
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება" - ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც სურსათს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს.