loader

მართალია თუ არა, რომ ბათუმში, ცნობილ შენობას "ბორბალი მოხსნეს და ლოჯები მიაშენეს" - ნახეთ ახლახან გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მართალია თუ არა, რომ ბათუმში, ცნობილ შენობას "ბორბალი მოხსნეს და ლოჯები მიაშენეს" - ნახეთ ახლახან გადაღებული კადრები

ბათუმში გადაღებული ფოტო "ფეისბუკზე" გავრცელდა და ფოტოს ავტორი ირწმუნებოდა, რომ  ცნობილ შენობას "ეშმაკის ბორბლები" მოხსნეს.
Palitravideo.ge-მ გადაამოწმა - რეალურად, გავრცელებული კადრი ფოტომანიპულაცია აღმოჩნდა. შენობაზე სამშენებლო სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ეს "ეშმაკის ბორბლის" საპირისპირო მხარეს ხდება.
შეგახსენებთ, რომ შენობა ბათუმში, რომელშიც თავდაპირველად ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, 2015 წელს გაიყიდა და ის "ბათუმი თაუერსმა" შეიძინა. როგორც ცნობილია, შენობაში საცხოვრებელი ბინები და ასევე, კაზინო განთავსდება.