loader

რა ეღირება სავალდებულო ავტოდაზღვევა - ნახეთ, წელიწადში რამდენი ლარით გაგეზრდებათ ავტომობილის ხარჯი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ეღირება სავალდებულო ავტოდაზღვევა - ნახეთ, წელიწადში რამდენი ლარით გაგეზრდებათ ავტომობილის ხარჯი

მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, სავარაუდოდ, 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. 
ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, რომლის გადახდა ეკისრება მფლობელს ან მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს წლიური დაზღვევის მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ:
  • ა) მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
  • ბ) მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
  • გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება –160.00 – 240.00 ლარი;
  • დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება–210.00-310.00 ლარი;
  • ე) მისაბმელისათვის 50.00-75.00 ლარი;
  • ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისთვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისთვის – 60.00-90.00 ლარი.