loader

ოჯახი, სადაც 9 დედმამიშვილიდან 5 სასულიერო პირია - ყველაფერი 1993 წლის ივლისში დაიწყო... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახი, სადაც 9 დედმამიშვილიდან 5 სასულიერო პირია - ყველაფერი 1993 წლის ივლისში დაიწყო...

სოფელ ზედა დიმის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, იოანე ყურაშვილის განვლილი ცხოვრების გზა მარტივი არ ყოფილა. ჯერ იყო განსაცდელი, მერე სურვილი, მორჩილება და დიაკვნად ხელდასმა. ტაძარი, რომელიც ზუსტად ერთი საუკუნის წინ აშენდა, წლების განმავლობაში დაკეტილი იყო. ნახევრად ფიცრული ეკლესია კომუნისტების დანგრევას გადაურჩა.

მაშინ, როცა წირვა-ლოცვა აღდგა, მამა იოანეს კურთხევითა და სოფლის მცხოვრებლების დიდი ძალისხმევით, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. პირვანდელი სახით შემონახულ ეკლესიაში თითქმის ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ერთი საუკუნის წინ. სოფელში ყველამ იცის, რომ გამორჩეული ოჯახიდანაა. გამორჩეული იმიტომ, რომ მისი ცხრა დედმამიშვილიდან ხუთმა სასულიერო ცხოვრება აირჩია.