loader

როდიდან და რა ფასად შეძლებთ მესამე პირის დაზღვევის ყიდვას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდიდან და რა ფასად შეძლებთ მესამე პირის დაზღვევის ყიდვას?

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება. ცვლილება, სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან შევა ძალაში. კანონპროექტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება.

მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა 100-დან 150 ლარამდე ეღირება, მოტოციკლის - 75-110 ლარი, ხოლო ავტობუსის შემთხვევაში ეს თანხა 160-დან 240 ლარამდე განისაზღვრება. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მზად არიან.